მე-4 ე კლასის მოსწავლეები დედა ენის დღეს აღნიშნავენ. (დამრ.ნანა ცინარიძე)
არც #დარჩისახლში-ს მოწოდება ავიწყდებათ.
სსიპ ქ.ბათუმის N2 საჯარო სკოლაში ფუნქციონირებს ფიზიკის კლუბი ,,გალილეო“. კლუბში გაერთიანებულია სკოლის IX -X კლასის 13 მოსწავლე.კლუბს ხელმძღვანელობს სკოლის ფიზიკის მასწავლებელი მზევინარ იმედაშვილი,რომელმაც კლუბი ჩამოაყალიბა შევეიცარიის,ქალაქ ცერნში, ბირთვული კვლევების ევროპულ ცენტრში სტაჟირების უკუკავშირისათვის.მიზანი: ფიზიკის საგნის პოპულარიზაცია სკოლაში.ამოცანები: · კლუბის წევრებისათვის ისტ-ისა და სხვა წყაროების გამოყენებით ინფორმაციის მოძიების უნარების ჩამოყალიბებაში ხელშეწყობა;სხვადასხვა არასაპროგრამო საინტერესო ექსპერიმენტის ჩატარება და ექსპერიმენტული ტიპის, სახალისო ამოცანების ამოხსნა; · კვლევითი და სხვა ტიპის (მონაცემებისაღრიცხვის, შედეგების სხვადასხვა საკომუნიკაციო საშუალების გამოყენებით წარმოდგენის, ანალიზისა და შეფასების) უნარების განვითარებაზე ხელშეწყობა.
II ა კლასის მოსწავლეებისათვის ეს დღე განსაკუთრებულია, განსაკუთრებით დღეს, როცა #სახლშიდარჩის დევიზით მუშაობენ. ისინი სახლიდანაც ახერხებენ ამ დღის აღნიშვნას. (დამრ. ნარგული ხოროიშვილი)
კიდევ ერთი ძალიან საამაყო, მდიდარი ისტორიის ამსახველი ღონისძიება სკოლაში. ნამდვილად ვამაყობთ ჩვენი სკოლის ისტორიის სიმდიდრით, ვამაყობთ კურსდამთავრებულებით, ისინი ყოველთვის ჩვენ გვერდით არიან და ახლაც. ჩვენი სკოლის პირველი დირექტორის ალექსანდრე სტოიანოვის ამსახველი წიგნი პრეზენტაციას,
ბულგარეთის სრულუფლებიანი ელჩი, საქართველოს სრულუფლებიანი ელჩი , მინისტრები, ქუთაისის სკოლის დირექტორი და უამრავი სტუმარი დაესწრო. ღონისძიება სკოლის დირექტორმა, მარიზა აბაშიძემ, გახსნა, ამას მოჰყვა სიმღერა, ფილმი სკოლის შესახებ, ცეკვა და ა.შ. შემდეგ კი ულამაზესად გაწყობილი ალა-ფურშეტი-(ნესტან ნიჟარაძის შემოქმედებიდან)
მადლობა ყველას ვინც დაგვეხმარა, განსაკუთრებით მოსწავლეებს.
ქართული ენის პედაგოგებისთვის აჭარის განათლების ფონდმა გამოაცხადა კონკურსი გერმანიაში, გოეთეს უნივერსიტეტის ემპირიული ენათმეცნიერების ინსტიტუტში (ქ. ფრანკფურტი) ერთკვირიანი სტაჟირებისათვის. ჩვენი სკოლიდან სამი ქართული ენის პედაგოგი მონაწილეობდა, სამივემ წარმატებით გაიარა კონკურსი. (მარიზა აბაშიძე, ანა ლორია და ნატო ურუშაძე)
ვიზიტის პერიოდში დაგეგმილია: ფრანკფურტის საჯარო ბიბლიოთეკა მონახულება; ლექციის "დიგიტალური ქართველოლოგია - სწავლების ახალი პერსპექტივები", სემინარის "ქართული საბაზისო ლექსიკური ფონდი" მოსმენა, ქართული ენის ეროვნული კორპუსისა და რუსთაველის კაბინეტის პრეზენტაციაზე დასწრება. ასევე ვიზიტი ფრანკფურტის ქართულ სკოლაში და ქართველ მასწავლებლებთან შეხვედრა-დისკუსია. ჩატარდება პრაქტიკული სამუშაო: „ლექსიკური ერთეულების კოლოკაციების ძიება ქართული ენის ეროვნულ კორპუსში“, ვორკშოპი თემაზე: "როგორ გამოვიყენო ქართული ენის ეროვნული კორპუსი სწავლებაში", სემინარი: "სწავლების თანამედროვე მეთოდები", ექსპერიმენტები - „საკლასო სცენარები“ და „სცენარების პრეზენტირება“ და სხვა...
შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორის- ნანა ზარნაძის ლექცია 9 კლასის მოსწავლეებთან. "მცენარეთა in vitro გამრავლება." მასწავლებელი ზაირა ჯაფარიძე
ქვეკატეგორიები
გვერდი 19 სულ 31






