georgia  united kingdom  

 მარინა შოთაძე- ჩვენი სკოლის ფიზიკის მასწავლებელი

#გამარჯვებულიპროექტი.

#2სკოლა

ა(ა)იპ აჭარის განათლების ფონდი (ბათუმის მასწავლებლის სახლი) აცხადებს ფიზიკის მასწავლებელთა კონკურსს ქ. ჟენევაში (შვეიცარია) მდებარე ბირთვული კვლევების ევროპულ ცენტრში (CERN - Organisation Européenne pour la Recherche Nucléaire) ერთკვირიან სტაჟირებაზე გასაგზავნად.

კონკურსი ჩატარდა ორ ეტაპად: პირველ ეტაპზე კანდიდატები შეირჩა დოკუმენტაციის განხილვის შედეგად; ხოლო მეორე ეტაპზე გასულმა კანდიდატებმა გაიარეს გასაუბრება და წარადგენენ სკოლაში მოსწავლეებთან ერთად განხორციელებულ სასწავლო პროექტ-გაკვეთილს ფიზიკაში ან ინტეგრირებულს ფიზიკასთან პრეზენტაციის სახით.

ზურა ცეცხლაძე (მე-11ე კლ) მომავალ ლიდერთა გაცვლითი პროგრამა „FLEX” -ის ფინალისტია! 🙏🙏
✔ ზურა 2024-2025 სასწავლო წელს ისწავლის ამერიკულ სკოლაში და იცხოვრებს ამერიკულ ოჯახში.
🎯პროგრამას აფინანსებს ამერიკის მთავრობა და ადმინისტრირებას უწევს საერთაშორისო განათლების ამერიკული საბჭოები.
.
📌„FLEX” პროგრამის ფინალისტები შეირჩა ვაშინგტონის დამოუკიდებელი კომისიის მიერ, რომელიც შედგება განათლების დარგის ამერიკელი სპეციალისტებისაგან. შერჩევის პროცესი დაფუძნებულია კონკურსზე.
წარმატებები ზურას! ვამაყობთ შენით! ❤ ❤
სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმის პროექტის
“კულტურულად მრავალფეროვან გარემოში ყალბი ამბების წინააღმდეგ ბრძოლა” - გამარჯვებული ჩვენი სკოლის სამოქალაქო განათლების პედაგოგი გიორგი გორჯელაძე მიემგზავრება ბერლინში დაგეგმილ კონფერენციაზე
გილოცავთ და ვულოცავ მეორე საჯარო სკოლას👌🇬🇪

აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ გამოცხადებული პროექტის "პროექტი ჩემს გაკვეთილზე" ფარგლებში ჩვენი სკოლის ორი პედაგოგი დაფინანსდა:

ფიზიკის პედაგოგი მზევინარ იმედაშვილი და მუსიკის პედაგოგი თამარ ძველაია.

გილოცავთ!!!

http://adjara.gov.ge/branches/description.aspx?gtid=1214562&gid=6

 

  

24 მაისს ,მე 2 საჯარო სკოლაში ჩატარდა სასკოლო კონფერენცია,რომელიც ეძღვნებოდა: ბიომრავალფეროვნების ,გარემოს დაცვისა და ნარჩენების მართვის აქტუალურ საკითხებს. კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს ჩვენი კლუბის წევრებმა, მოსწავლეებმა წარმოადგინეს განხორციელებული პროექტები პრეზენტაციების სახით. გაიმართა დისკუსია ❤️❤️❤️❤️