აჭარის განათლებისა და სპორტის მინისტრი მაია ხაჯიშვილი, პირველ მოადგილესთან ჯემალ სურმანიძესთან ერთად, ბიბლიოთეკების რემოდელირება-პროექტირების პროგრამის ფარგლებში, ბათუმის N2 საჯარო სკოლას ეწვია.
სამინისტრო სკოლებში ახორციელებს პროექტს, რომელიც უზრუნველყოფს მოსწავლეებში კითხვის პოპულარიზაციას, განახლებული წიგნადი ფონდით აღჭურვას თანამედროვე სტანდარტებით მოწყობილ ბიბლიოთეკებში.









