georgia  united kingdom  

  ეროვნული სამოსის დღე ჩვენს სკოლაში

დღეს ბათუმის N 2 საჯარო სკოლაში, დედა ენის დღესთან დაკავშირებით, ჩატარდა მრავალი ღონისძიება. ერთ-ერთი იყო პედაგოგების სპორტული შეჯიბრი. ერთმანეთს ეჯიბრებოდა გუნდი "აისი" და გუნდი "დაისი". რა თქმა უნდა გაიმარჯვა მეგობრობამ.ჩემო ძვირფასო კოლეგებო! თქვენი შეჯიბრი ხომ საუკეთესო იყო საუკეთესოთა შორის, თქვენ ხართ ის ადამიანები, რომლებიც სტიმულს აძლევთ ყველას, ქმნით საუკეთესო გარემოს. მე მიხარია თქვენთან ერთად მუშაობა. თქვენი ენერგია-განწყობა გადამდებია .

14 მაისს ბათუმის N 2 საჯარო სკოლის დარბაზში ჩატარდა საქართველოს თავისუფლება-დამოუკიდებლობისათვის 100 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიება. ხელმ: სამოქალაქო კლუბის ხელ-ლი მადონა გვარამია. ღონისძიების შემდეგ მოსწავლეებმა ყვავილებით შეამკეს იუნკერთა საძმო საფლავი.

როგორც ყოველ წელს,წელსაც კეთილი საქმე ჩავიდინეთ. მოხუცთა სახლს ვესტუმრეთ.
ამას ჩვენ ყოველ წელს ვაკეთებთ.მადლობა ყველას ვინც მიიღო მონაწილეობა.მე მინდა განსაკუთრებული ყურადღება გავამახვილო ერთ ფაქტზე-სოციალურ სააგენტოს ვთხოვეთ რამდენიმე შეჭირვებული ოჯახების მისამართი, 4 ოჯახი გადმოგვცეს და ეს ოჯახები გადავუნაწილე კლასებს. მადლობა დამრიგებლებს და ბავშვებს რომლებმაც გაიზიარეს ამ ოჯახების ჭირ-ვარამი და საკმაოდ ხელდამშვენებულები ესტუმრნენ მათ. (ი.თედორაძე,ზ.მიქაბერიძე.ი.ბილიხოძე.ი.მგელაძე.)

ბათუმის N 2 საჯარო სკოლა.
11-დ კლასის ქართულის გაკვეთილი, რომელიც სიყვარულის დღეს თეატრალურად მიეძღვნა. მასწავლებელი ანა-ანიკო ლორია.

ბათუმის N 2 საჯარო სკოლაში, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიასა და საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრს შორის 2015 წლის 30 სექტემბერს გაფორმებული თანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში დავით თოდრია, ხელმძღვანელობით ჩატარდა არჩევნები ეკოლოგიის თემაზე, სადაც მონაწილეობდა X-XI კლასის მოსწავლეები. "ბუნება ბუმერანგია", "კლიმატი იცვლება, რატომ არ ვიცვლებით ჩვენ", "დედამიწას ჭირდება ხელოვნური სუნთქვა" ამ სლოგანებიდან გაიმარჯვა "ბუნება ბუმერანგია"-დაჩი კალანდარიშვილი,ანა მალაზონია, ანა თედორაძე, თედო შარაბიძე და ნინო დიასამიძე.