კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დღე მიითვლა მე- 2 საჯარო სკოლის ისტორიამ. ცნობისთვის, დღეს სტუმრად გვყავდა გერმანიის ელჩის მოადგილე ქალბატონი ტანია ჰუთი და საქართველოს გერმანული ენის მასწავლებელთა ასოციაციის გამგეობის წევრი ქალბატონი თეონა ბერიძე.
უღრმესი მადლობა თანადგომისთვის: მე- 4 კლასის პედაგოგებს, მოსწავლეებსა და მშობლებს. ასევე მე-6ა კლასის დამრიგებელს ნატალია ურუშაძეს, მოსწავლეებს და მშობლებს. ჩვენს უცვლელ ,,მემატიანეს" თამარ ბაჯელიძეს. მე-12ა კლასის უნიჭიერეს მოსწავლეებს და დამრიგებელს თინათინ დონაძეს.. და ყველას, მორიგეებს, მასწავლებლებს, მანდატურებს. მახარებს საერთო საქმისთვის ასე გაერთიანება, მხარდაჭერა და თანადგომა... მადლობა იმისათვის , რომ ასეთი რანგის სტუმარი აღფრთოვანებული გავაცილეთ სკოლიდან. დღეს ვეღარაფერი მომხიბლავსო, დაგიბარათ.🙂💖
ერთი ყველასათვის და ყველა ერთისათვის.
#ჩვენყველაფერიგამოგვივა!❤️❤️‍🩹❤️‍🔥 პატივისცემით, თამარ ქათამაძე.
  
     
                               
                                                                                    

ამინდი

meteo.gov.ge

გაუზიარეთ

როგორ მოგწონთ ჩვენი საიტი?
  • ხმები: (0%)
  • ხმები: (0%)
  • ხმები: (0%)
სულ ხმა:
პირველი ხმა:
ბოლო ხმა: