georgia  united kingdom  

სასკოლო სასწავლო გეგმა და სკოლის მისია 

მისიის მნიშვნელობა

ყოველი  სკოლას აქვს მისიის განცხადება. ძლიერი მისია წარმოადგენს მოკლე, ადვილად დასამახსოვრებელ  მიმართავს მომსახურებას ან პროდუქტს, რომელსაც სკოლა სთავაზობს მის მიზნობრივ აუდიტორიას. 

ბევრი სკოლა იბრძვის ძლიერი მისიის განაცხადის შესაქმნელად და ეძებს გზას, თუ როგორ უნდა მოამზადოს ეს მნიშვნელოვანი შეტყობინება.

რა უნდა იცოდეთ თქვენი სკოლის მისიის სრულყოფის შესახებ

რა არის მისია?

 

მართალია ყველა სკოლა აქვს მისიის განცხადება, მაგრამ  ყველა სკოლის საზოგადოებამ არ იცის და და არ აქვს გააზრებული სკოლის მისია.

მისია უნდა იყოს გზავნილი, რომელშიც წერია, რას აკეთებს თქვენი სკოლა. ეს არ უნდა იყოს  სკოლის ინფრასტრუქტურის, დემოგრაფიის, შესაძლებლობების  ვრცელი აღწერა.

აღნიშნული გარემოებიდან გამოდინარე გთავაზობთ, სასკოლო სასწავლო გეგმის დამტკიცებისას მისიის განსაზღვრის პროცესში მაქიმალურად ჩავრთოთ სასკოლო საზოგადოება, ეს იქნება კარგი პრეცენდენტი იმისა, რომ მისიის მნიშვნელობამ მოიცვას ფართო აუდიტორია. 

გიგზავნი სასკოლო სასწავლო გეგმის პროექტს სადაც ღიად მაქვს დატოვებული სკოლის მისია, ხედვა და ღირებულებები და გთხოვთ სასკოლო საზოგადოების ჩართულობით გავაკეთოთ აღნიშნული საკითხების ფორმირება. 

  კონკურენტუნარიანობა და სკოლის თვითგამორკვევა თანამშრომლობა, კომუნიკაცია და ჩართულობა უმნიშვნელოვანეს ღირებულებებს წარმოადგენს

თუ სკოლას რეალურად სურს, ჰქონდეს პრეტენზია, რომ მის კედლებში მოსწავლეები დემოკრატიულ მოქალაქეებად იზრდებიან. იმისათვის, რომ დემოკრატიამ იმუშაოს, საჭიროა კარგი კომუნიკაცია. დემოკრატულ საზოგადოებაში აქტიური მოქალაქეობა ნიშნავს პროცესებში ჩართულობასა და თანამშრომლობის, მოლაპარაკებების წარმოებისა და კომპრომისზე წასვლის უნარების გამომუშავებას. უფლებები გულისხმობს პასუხისმგებლობებს. ერთ-ერთი ამ პასუხისმგებლობათაგან, არის აქტიური მონაწილეობა, რაც ჩემი აზრით სკოლაში მნიშვნელოვანი დადებითი პროცესების წამოწყებას შეუწყობს ხელს. 

თუ გვინდა, რომ ვიყოთ გამორჩეული სიახლეების დანერგვა მოგვიწევს. 

ველი თქვენ შენიშვნებს, რეკომენდაციებს რჩევებს. 

დანართი: სასკოლო სასწავლო გეგმის სამუშაო დოკუმენტი

ამინდი

meteo.gov.ge

გაუზიარეთ

როგორ მოგწონთ ჩვენი საიტი?
  • ხმები: (0%)
  • ხმები: (0%)
  • ხმები: (0%)
სულ ხმა:
პირველი ხმა:
ბოლო ხმა: