georgia  united kingdom  

  

ბათუმის ტექნოპარკში გაიმართა საინფორმაციო ტური ბათუმის #2 საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის.

ვიზიტის ფარგლებში მოსწავლეებმა მიიღეს ინფორმაცია ტექნოპარკის საქმიანობის შესახებ, ასევე, მიმდინარე ტრენინგები და დაგეგმილი სიახლეები პირადად გააცნო ტექნოპარკის მენეჯერმა ქეთევან ბულისკერიამ.

ფაბლაბის თანამედროვე დანადგარების ფუნქციების შესახებ მიღებული ინფორმაცია ყველაზე საინტერესო და მიმზიდველი აღმოჩნდა მოსწავლეებისთვის.

„ყველა დაინტერესებულ ახალგაზრდას ვისაც აქვს სურვილი გაეცნოს თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებას, აქვს იდეები, გეგმები, მოსაზრებები, რომელთა განხორციელება მნიშვნელოვანია და მათი ჩართულობა საჭიროა ჩვენი რეგიონისთვის და მომავალი წარმატებისთვის. ჩვენ ტექნოპარკთან, ბათუმის უნივერსიტეტთან და ახალგაზრდობის რეგიონალურ ცენტრთან ერთად, მხარს დავუჭერთ ყველა ახალ ინიციატივას, რომელიც ორიენტირებული იქნება თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებაზე და ინოვაციური პროექტების განხორციელებაზე“ აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მაია ხაჯიშვილი.

              

  

                                    

მისია / ხედვა / ღირებულებები

მისია

სსიპ ქალაქ ბათუმის N2 საჯარო სკოლის მისია: სკოლის ბაზაზე ყველა მოსწავლის საჭიროებებზე მორგებული სასწავლო რესურსების შექმნა და გამოყენება სწავლა-სწავლების პროცესის ეფექტიანად წარმართვისათვის ამიტომ მზად ვართ, შევქმნათ თითოეულ საგანში სხვადასხვა საჭიროების მქონე მოსწავლეებზე მორგებული სასწავლო რესურსები, მათი გამოყენებისა და გარდაქმნის გზამკვლევები, რაც უზრუნველყოფს თითოეული მოსწავლის პიროვნული და აკადემიური განვითარების მაქსიმალურ მხარდაჭერასა და განვითარებას.

ხედვა

ჩვენი მიზანია 2031 წლისთვის ვიყოთ პირველი სკოლა რეგიონში, რომელსაც ექნება სხვადასხვა საჭიროების მქონე მოსწავლის შესაძლებლობებზე მორგებული   საავტორო რესურსები, რასაც გააზიარებს ეროვნულ დონეზე.

ღირებულებები

ჩვენი  მისიის მიღწევას ვგეგმავთ სიყვარულზე, სამართლიანობაზე, თანადგომაზე, ურთიერთპატივისცემაზე, პატრიოტიზმზე, ერთგულებაზე, მიმტევებლობაზე, პასუხისმგებლობაზე დაფუძნებული სასკოლო კულტურით. 

გაუზიარეთ

როგორ მოგწონთ ჩვენი საიტი?
  • ხმები: (0%)
  • ხმები: (0%)
  • ხმები: (0%)
სულ ხმა:
პირველი ხმა:
ბოლო ხმა: