ქართული ენის პედაგოგებისთვის აჭარის განათლების ფონდმა გამოაცხადა კონკურსი გერმანიაში, გოეთეს უნივერსიტეტის ემპირიული ენათმეცნიერების ინსტიტუტში (ქ. ფრანკფურტი) ერთკვირიანი სტაჟირებისათვის. ჩვენი სკოლიდან სამი ქართული ენის პედაგოგი მონაწილეობდა, სამივემ წარმატებით გაიარა კონკურსი. (მარიზა აბაშიძე, ანა ლორია და ნატო ურუშაძე)
ვიზიტის პერიოდში დაგეგმილია: ფრანკფურტის საჯარო ბიბლიოთეკა მონახულება; ლექციის "დიგიტალური ქართველოლოგია - სწავლების ახალი პერსპექტივები", სემინარის "ქართული საბაზისო ლექსიკური ფონდი" მოსმენა, ქართული ენის ეროვნული კორპუსისა და რუსთაველის კაბინეტის პრეზენტაციაზე დასწრება. ასევე ვიზიტი ფრანკფურტის ქართულ სკოლაში და ქართველ მასწავლებლებთან შეხვედრა-დისკუსია. ჩატარდება პრაქტიკული სამუშაო: „ლექსიკური ერთეულების კოლოკაციების ძიება ქართული ენის ეროვნულ კორპუსში“, ვორკშოპი თემაზე: "როგორ გამოვიყენო ქართული ენის ეროვნული კორპუსი სწავლებაში", სემინარი: "სწავლების თანამედროვე მეთოდები", ექსპერიმენტები - „საკლასო სცენარები“ და „სცენარების პრეზენტირება“ და სხვა...







