2026 წლის 9-11 იანვარს, ჩვენი სკოლის სამოქალაქო განათლების პედაგოგებმა: მადონა ჯაყელმა, ნადია გუნდაძემ და გიორგი გორჯელაძემ მონაწილეობა მიიღეს მასშტაბურ პროექტში - „ერთიანი საქართველო ევროპისთვის“.
პროექტი ხორციელდება ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის (EPRC) ორგანიზებით და მიზნად ისახავს ევროინტეგრაციის საკითხების სწავლების გაძლიერებასა და მასწავლებელთა პროფესიულ განვითარებას.







