georgia  united kingdom  

სამწლიანი პროექტი, რომელიც ემსახურება სამხრეთ კავკასიის რეგიონებსა და უმცირესობებით დასახლებულ რაიონებში ახალგაზრდობის სამოქალაქო ჩართულობის გაუმჯობესებას. ტრენინგები მიმდინარეობს სამი წელია საქართველოს 20 სკოლაში და პარალელურად აზერბაიჯანისა და სომხეთის 40 სკოლაში. პროექტს ხელმძღვანელობს პროექტის მონაწილე სამი პედაგოგი, მე-2 საჯარო სკოლა:მირანდა გორგოშიძე, მთვარისა ბაბილოძე და ნათია სიხარულიძე. ......



სასკოლო ოთხ დღიანი სიმულაციის შემდეგ მოსწავლეები მასწავლებლის ხელმძღვანელობით იდებატებენ ადგილობრივი მნიშვნელობის საკითხზე და შეადგენენ სამოქმედო გეგმას. გამარჯვებულ ერთ მოსწავლეს საშუალება ეძლევა გაემგზავროს თბილისში პროექტის მეორე ეტაპზე და თბილისში გამარჯვებულ მხოლოდ ხუთ საუკეთესო მოსწავლეს საშუალება ეძლევა გაემართოს  ბრიუსელში.

აჭარის მეორე საჯარო სკოლამ წელს უკვე მე-3, 11 კლასის მოსწავლეებისთვის ჩაატარა ოთხ დღიანი ტრენინგი, გამოვლინდა გამარჯვებული რატი მურვანიძე, რომელიც ემზადება თბილიში წასასვლელად, რაც შეეხება შარშანდელ პროექტში გამარჯვებულ თემურ ჩაიძეს, მან შეძლო საუკეთესო შედეგების მიღება  და იმყოფებოდა ბრიუსელში.