georgia  united kingdom  

"ერთი დღე უნივერსიტეტში" ამ სლოგანით ჩავატარეთ დღეს უნივერსიტეტში სხვადასხვა ღონისძიებები, რომლის მიზანია აბიტურიენტის მოზიდვა და პოპულარიზაცია სკოლებში, სკოლასა და უნივერსიტეტს შორის კომინიკაციის, ურთიერთთანამშრომ....

ლობის ხარისხის გაზრდა და სასკოლო კულტურის პოპულარიზაცია. ჩვენმა პედაგოგებმა ჩვენივე მოსწავლეებთან ერთად ჩაატარეს გაკვეთილები: ქართულში, მათემატიკაში, ისტორიაში, ინგლისურში, დაწყებითი განათლება, პრეზენტაციები სკოლაში მოქმედი კლუბებისა და პროექტებისა, კონფერენციები, სპორტული შეჯიბრებები, გამოფენა: თიხა, გობელენი, ბატიკ,ა თექა, მინანქარი, ნახატები.
უნივერსიტეტის პროფესორებმა კი ჩვენს მოსწავლეებს ლექციები ჩაუტარეს. ამავდროულად გაფორმდა მემორანდუმი სასკოლო კლუბების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში ბათუმის N2, N18 სკოლებსა და უნივერსიტეტს შორის (აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს დაფინანსებით).