georgia  united kingdom  

ეს არის ის სკოლა, რომელიც საუკუნეზე მეტს ითვლის, ეს არის ის სკოლა სადაც 57-ე წელია ისტორიის მასწავლებელი მედეა კეშელავა ასწავლის, ჩემი მუშაობის
მანძილზე იუბილე არ ჩატარებულა (მე საკმაო ხანია ვმუშაობ), და წელს პირველად ქალბატონ მედეას გადავუხადეთ იუბილე, ვამაყობ, რომ მე, მედეა ცინცაძე, ვიყავი ამ იუბილის ორგანიზატორი და წამყვანი, მადლობა დირექტორს, ქალბატონ მარიზა აბაშიძეს რომ მენდო და

 ასეთი საპასუხისმგებლო ღონისძიების ჩატარება დამავალა, ვფიქრობ, საკმაოდ კარგი, ლამაზი და თბილი საღამო იყო, მთავარია ქალბატონ მედეას ძალიან მოეწონა და კმაყოფილი დარჩა, მადლობა ნატო ურუშაძეს ჩემ გვერდით ყოფნისთვის და გამხნევებისთვის (მას ჩემთან ერთად მიყვდა საღამო), მადლობა ყველას, ვინც ცოტაოდენი წვლილი შეიტანა საღამოს განხორციელებაში.