ბ
ბათუმის N2 საჯარო სკოლის კოლექტივი ულოცავს ჩვენს პედაგოგებს: ინეზა თედორაძეს, ნატო ურუშაძეს, მარინა გეთიას გარე დაკვირვების გაკვეთილის წარმატებით ჩატარებას!!!
გილოცავთ მასწავლებლის დღეს! წინსვლასა და კეთილდღეობას გისურვებთ, მადლობა ბათუმის მეორე და მეთექვსმეტე საჯარო სკოლების მასწავლებლებს ამ დღესასწაულის ასე პოზიტიურად აღნიშვნისთვის, ჩვენ ვაძლევთ მაგალითს ჯანსაღი ცხოვრების წესის დასამკვიდრებლად მომავალ თაობას! გილოცავთ ყველას! აჭარის ა.რ განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო Inga Shamilishvili Gocha DavitadzeMariza Abashidze ბათუმის მეთექვსმეტე სკოლა
უფლის წყალობით კიდევ ერთ ოჯახს გაუწოდეთ დახმარების ხელი და ერთად მიულოცეთ სულთმოფენობის დღესასწაული. ამისათვის უდიდესი მადლობა ჩემს პატარებს და მათ მშობლებს, მონდომებისათვის და კეთილი საქმის განხორციელებისათვის, "სიკეთე გადამდებია" . მიყვარხართ და ვამაყობ თქვენით. ( ბათუმის #2 საჯარო სკოლა, 6 დ კლასი)
ხარიტონ ახვლედიანის სახელობის მუზეუმში ჩატარდა შავი ზღვის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი კონფერენცია თემაზე: ,,სიცოცხლე შავ ზღვაში" . რომელშიც აქტიური მონაწილეობა მიიღეს ქ. ბათუმის მე-2 საჯარო სკოლის მე-7 ა კლასის მოსწავლეებმა , გეოგრაფიის მასწავლებელ სვეტა ახვლედიანთან ერთად.
ახალი სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით ბათუმის მერი ლაშა კომახიძე მშობლიურ #2 საჯარო სკოლას ეწვია.
ლაშა კომახიძემ სკოლის მასწავლებლებსა და მოსწავლეებს სასწავლო პროცესის დაწყება მიულოცა და წარმატებული სასწავლო წელი უსურვა. მშობლიურ სკოლაში ბათუმის მერს ყოფილი ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგი მანანა გეგენავა შეხვდა.
„ახალი სასწავლო წლის დაწყებას ვულოცავ მოსწავლეებსა და პედაგოგებს. განსაკუთრებით, მინდა მივულოცო პირველკლასელებს, რომლებსაც ყოველთვის ემახსოვრებათ დღევანდელი დღე. გისურვებთ, სკოლაში გატარებული წლები ყოფილიყოს გამორჩეულად საინტერესო პერიოდი თქვენს ცხოვრებაში. თქვენ ხართ ჩვენი ქვეყნის მომავალი, განათლებული და სწავლაზე ორიენტირებული თაობა.
ასევე, პედაგოგებს მინდა მივულოცო დღევანდელი დღე. გისურვებთ ნაყოფიერ და წარმატებულ წელს.
სკოლაში ჩატარდა "ტვინების ბრძოლა" სადაც 45 გუნდი მონაწილეობდა. გამოვლინდა საუკეთესოები, რომლებიც გადავიდნენ მეორე ტურში. გილოცავთ.
ქვეკატეგორიები
გვერდი 30 სულ 31






