georgia  united kingdom  

  სსიპ საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის ორგანიზებით, ბათუმში, რეგიონული საკალათბურთო ტურნირის - „მანდატურის თასი - 2019“ ფინალური თამაში გაიმართა.

ტურნირის გამარჯვებული ბათუმის N2 საჯარო სკოლა გახდა, რომელმაც დაძაბულ ბრძოლაში ერთქულიანი უპირატესობით სძლია ბათუმის ფიზიკა-მათემატიკის N6 საჯარო სკოლას. მესამე ადგილს კი ბათუმის N1 საჯარო სკოლა დასჯერდა.

სულ ტურნირზე ბათუმის 12 საჯარო სკოლის საკალათბურთო გუნდები მონაწილეობდნენ.

გოეთეს ინსტიტუტმა უჩვეულო საჩუქარი გაუკეთა ბათუმელ მოსწავლეებს. მათ საშუალება ქონდათ ადგილზე, მე-2 საჯარო სკოლაში ჩაებარებინათ გერმანული ენის ცოდნის, A1 დონის გამოცდა , რაც შესაბამისი სერთიფიკატებით დაუდასტურეს..ვინც იცის დამერწმუნება რამხელა სირთულეებთან და ხარჯებთანაა დაკავშირებული მსგავსი გამოცდა თბილისის გოეთეს ინსტიტუტში. მიხარია, რომ ჩვენმა მოსწავლეებმა უმაღლესი შეფასება დაიმსახურეს. მინდა სამომავლოდ უფრო მეტი მოზარდი ჩაერთოს და გამოიყენოს ეს არაჩვეულებრივი შანსი. შეგახსენებთ, მომავალ მაისში იგეგმება A2 და სამომავლოდ B1 გამოცდა. გისურვებთ წარმატებებს!h

ქვეკატეგორიები