#მწვანებათუმი#მეტისიმწვანებათუმს#ბათუმიმწვანექალაქი
🌲🌳🌲 ა(ა)იპ „ ბათუმის გამწვანებისა და ლანდშაფტური დაგეგმარების სამსახური“ სკოლის მოსწავლეებთან ერთად გამწვანების აქციების ჩატარებას აგრძელებს. დღეს სოხუმის ქუჩაზე №2 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა პედაგოგებთან და გამწვანების სამსახურის თანამშრომლებთან ერთად ხე-მცენარეები დარგეს. სოხუმის ქუჩაზე ჯამში 70 ძირი ოქროსფერი ტუია და ჯაკარანდა დაირგო. დღეიდან სოხუმის ქუჩას ადგილობრივებთან ერთად მოზარდების სახელობითი ხეები ამშვენებს.









