united kingdom  georgia 

  სსიპ საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის ორგანიზებით, ბათუმში, რეგიონული საკალათბურთო ტურნირის - „მანდატურის თასი - 2019“ ფინალური თამაში გაიმართა.

ტურნირის გამარჯვებული ბათუმის N2 საჯარო სკოლა გახდა, რომელმაც დაძაბულ ბრძოლაში ერთქულიანი უპირატესობით სძლია ბათუმის ფიზიკა-მათემატიკის N6 საჯარო სკოლას. მესამე ადგილს კი ბათუმის N1 საჯარო სკოლა დასჯერდა.

სულ ტურნირზე ბათუმის 12 საჯარო სკოლის საკალათბურთო გუნდები მონაწილეობდნენ.

 

ტურნირი „მანდატურის თასი“ ყოველწლიურად გაიმართება და როგორც დედაქალაქის, ისე საქართველოს რეგიონების საჯარო სკოლებსაც მოიცავს.

ღონისძიების მიზანი მოსწავლე-ახალგაზრდებში სპორტის და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციაა.

ამინდი

meteo.gov.ge

გაუზიარეთ

როგორ მოგწონთ ჩვენი საიტი?
  • ხმები: (0%)
  • ხმები: (0%)
  • ხმები: (0%)
სულ ხმა:
პირველი ხმა:
ბოლო ხმა: