როგორც ყოველ წელს, წელსაც წარმატებით ჩატარდა სკოლის თვითმმართველობის არჩევნები, არჩეულია ალექსანდრე მჟავანაძე, წარმატებები ალექსანდრეს.
პროექტის ,,დებატები უკეთესი განათლების" ფარგლებში ბათუმის მე-2 საჯარო სკოლის დებატების კლუბი ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს აქტიურ მუშაობას. 9 მარტს საჯარო დებატები გაიმართა ქობულეთის მუზეუმში თემაზე - ონლაინ სწავლება გამართლებულია. მე-2 საჯარო სკოლას წარმოადგენდა XIზ კლასის მოსწავლე ელენე ხაჯიშვილი. მსაჯის შეფასებით , პირველი დებატებისთვის, ეს იყო კარგი ხარისხის დებატი, რისთვისაც მადლობას ვუხდით ორგანიზატორებს. მომავალში მოსწავლეები შეძლებენ როგორც რეგიონალურ და ეროვნულ, ასევე საერთაშორისო ტურნირებზე ასპარეზობას. 11 მარტს საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტის პროგრამების ხელმძღვანელი ქალბატონი სოფიო ვეფხვაძე შეხვდა ბათუმის ტერიტორიაზე არსებულ დებატების 5-ვე კლუბის წევრებს.შეხვედრას ესწრებოდა აჭარის განათლების, კულტურის და სპორტის მინისტრის მოადგილე ბატონი ალექსანდრე დავითაძე. სსიპ-ქალაქ ბათუმის N2 საჯარო სკოლის დებატების კლუბის ხელმძღვანელია თამარ ბაჯელიძე.
ჩვენს ლიტერატურულ-შემოქმედებით კლუბში გაიმართა ფილმ "მიწის სჯულის" განხილვა.მოსწავლეები სევდით აღსავსენი იგონებდნენ სიუჟეტებს ფილმიდან .მათ შორის გაიმართა კამათი,ზოგი ამართლებდა გადახვეწილ ქართველებს,ზოგიც--ამტყუნებდა,ბოლოს მაინც ერთ დასკვნამდე მივიდნენ, "ქართველი საქართველოში უნდა ცხოვრობდეს".
დებატები სკოლაში
ჩენი სკოლის დებატ-კლუბ "კანდელმა" მორიგი დებატები გამართა სკოლაში. დებატის თემა იყო ფილმ "გაღმა ნაპირის" ეპილოგის ორიგინალური განხილვა. დებატები გუნდურ რეჟიმში წარიმართა. თითო გუნდს თავისი სახელი ქონდა. გუნდებმა წარმოადგინეს პრეზენტაციები, ისმებოდა კითხვები და პასუხობდნენ არა მარტო თვით მოსწავლეები, არამედ დირექციის წარმომადგენლები და მოწვეული სტუმრები.
"ვიღაცამ გუგულის ბუდეს გადაუფრინა"-რას იტყვით დასვენებაზე სახელმწიფოს ხარჯზე პატარა ფსიქიატრიულ კლინიკაში, ზუსტად ეს გააკეთა მოუსვენარმა და დამოუკიდებელმა მაკმერფიმ, რომლის ძარღვებშიც - ცეცხლი ანთია, ენა კი ბასრი დანასავითაა: თავი შეურაცხად ავადმყოფად .......
სკოლის დებატკლუბმა განაახლა მუშაობა. წინა წელი წარმატებული წელი იყო მათთვის. წლევანდელიც ძალიან საინტერესო იქნება.
წლის პირველი დებატი ჩატარდება 28 ნოემბერს მოწვეულ მსახიობებთან ერთად.
ჩვენი მოსწავლეები დაესწრნენ ბათუმის სახელმწიფო დრამატული თეატრის სპექტაკლზე „ბოლო გაჩერება", სპექტაკლში დასმული პრობლემები ასახავს დღევანდელეს რეალობას, ამიტომ ეს სპექტაკლი ყველა მოსწავლემ უნდა ნახოს,
გაიმართება დებატები სპექტაკლში დასმულ პრობლემებზე.
ხელმძღვანელი მთვარისა ბაბილოძე
.დასწრება სურვილისამებრ.
გვერდი 2 სულ 2