16 თებერვალს, ქალაქ ბათუმის №2 საჯარო სკოლის მოსწავლეთა თვითმმართველობისა და „ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი / B S U-ს“ ინტელექტუალთა კლუბის წევრების მხარდაჭერით, ქალაქ ბათუმის №2 საჯარო სკოლაში „რა? სად? როდის?-ის“ შიდა ტურნირის პირველი თამაში გაიმართა.
„რა? სად? როდის?-ის“ ტურნირი მოიცავს შეჯიბრს ინტელექტუალური კითხვებითა და საინტერესო გამოცანებით, რომლებიც ცნობილ ადამიანებზე, ისტორიულ და ლიტერატურულ მოვლენებსა და ფაქტებზე არის დამყარებული.
„რა? სად? როდის?-ის“ ტურნირის მიწურულს გამოვლინდება გამარჯვებული გუნდი, რომელიც სკოლის სახელით ბათუმის სასკოლო ჩემპიონატში იასპარეზებს.