https://rustaveli.org.ge/geo/siakhleebi/2025-tslis-sakhelmtsifo-sametsniero-sagranto-konkursis-metsniereba-itskeba-skolidan--kvlevebi-mostsavleta-monatsileobit-saboloo-shedegebi?fbclid=IwY2xjawNi7sZleHRuA2FlbQIxMQABHt91aCQxthjubDQDCzSw1gRlsuOi_gZzPNTH5NCpWYEs4WwL8vrbT2nn6gjC_aem_2vIOBbC_LGY0oPFKtDrRiw
2025 წლის სახელმწიფო სამეცნიერო საგრანტო კონკურსის ,,მეცნიერება იწყება სკოლიდან - კვლევები მოსწავლეთა მონაწილეობით“ კონკურისის შედეგად გამარჯვებულია პროექტი თემაზე: „სხეულის მასის ინდექსი და საკვები პროექტები“
პროექტი განხორციელდება - სსიპ ბათუმის მეორე საჯარო სკოლის მე-9 და მე-11 კლასის მოსწავლეების, ამავე სკოლის ბიოლოგიის უფროსი მასწავლებლის ლიანა ქოიავას და ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტის პროფესორ მარინა ნაგერვაძეს, ამავე ფაკულტეტის დოქტორანტის შორენა გაბაიძის მონაწილეობით.
16 ოქტომბერს გაიმართა პირველი სამუშაო შეხვედრა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის თანამშრომლებსა და მე-2 საჯარო სკოლის მოსწავლეებს შორის.
პროექტის ფარგლებში დაგეგმილია საგაკვეთილო მოდულის შექმნა, რომელიც მოიაზრებს როგორც თეორიულ საფუძვლებზე დაფუძნებულ საკითხებს, ასევე ის გამდიდრებული იქნება სხვადასხვა პრაქტიკული აქტივობებითა და კვლევითი კომპონენტებით.










