LIVE სტუმრად დილის რადიოს და დილის ტალღის #დილის_რადიოს ეთერში
ქ. ბათუმის №2 საჯარო სკოლის მოსწავლესთან Nia Suknishvili ერთად ვსაუბრობთ ჩვენს სკოლაში ახალი პროექტის "ბავშვთა ომბუდსმენის" ინსტიტუტის შესახებ.
განსაკუთრებული მადლობა მასპინძლობისთვის გადაცემის ავტორებს და წამყვანებს.
-------------
სკოლის ბავშვთა ომბუდსმენი
#დილის_რადიოს სტუმრები
ბათუმის მე-2 საჯარო სკოლის მე-11 კლასის მოსწავლე ნია სუქნიშვილი
სკოლის ბავშვთა ომბუდსმენის იდეის ავტორი, მენტორი, დოქტორი, განათლების ექსპერტი ანა ანუშიძე
-------------
აქვე გიზიარებთ ჩვენი სკოლის ბავშთა ომბუდსმენის უფლება - მოვალეობების შინაარსობრივ ნაწილს
სკოლის ბავშვთა ომბუდსმენი თავისი კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს:
ა) მოსწავლეების, მათი მშობლების ან კანონიერი წარმომადგენლებისთვის, ბავშვთა უფლებათა კოდექსის, გაეროს ბავშვთა უფლებების კონვენციის, მოსწავლის ქცევის კოდექსის, სკოლის შინაგანაწესის და სფეროსთან დაკავშირებული სხვა დოკუმენტაციის გაცნობას, სხვადასხვა ფორმატის ღონისძიებების ორგანიზებით.
ბ) სასკოლო კულტურის და სასწავლო გარემოს მდგრადობასთან დაკავშირებულ საკითხებზე დაგეგმილი სასკოლო პროექტების და სიახლეების შესახებ მოსწავლეების და მათი მშობლების ან კანონიერი წარმომადგენლების ინფორმირებას.
გ) მოსწავლეთა მშობლების ან მათი კანონიერი წარმომადგენლების ჩართვას და ჩართულობის ხარისხის გაზრდას სასკოლო კულტურის და სასწავლო გარემოს მდგრადობის შენარჩუნება - განვითარების პროცესში. ამ მიზნით, სხვადასხვა ფორმატის ღონისძიებების დაგეგმვას და განხორციელებას.
დ) მოსწავლეების, მოსწავლეთა მშობლების ან კანონიერი წარმომადგენლების აზრის - კმაყოფილების კვლევა სასკოლო კულტურის და სასწავლო გარემოსთან დაკავშირებით და შესაბამისი უკუკავშირის/რეკომენდაციების მომზადებას სკოლის სტრატეგიული განვითარების გუნდისთვის.
ე) სხვადასხვა კონფლიქტური ვითარების გაცნობას და მართვას, მოსწავლის და მოსწავლის მშობლების ან კანონიერი წარმომადგენლების ინფორმირებული თანხმობის შემთხვევაში, სკოლის ფსიქოლოგთან ან/და საჭიროების შემთხვევაში შესაბამის სპეციალისტებთან, კოორდინაციით და კონსულტაციით.
ვ) მოსწავლეებთან, მათ მშობლებთან ან კანონიერ წარმომადგენლებთან, მათივე მოთხოვნისამებრ, გასაუბრების - კონსულტაციის საათების ორგანიზებას.
ზ) მასწავლებლებთან და კლასის ხელმძღვანელებთან, მათივე მოთხოვნისამებრ, ინდივიდუალური და გუნდური შეხვედრებისთვის გასაუბრების - კონსულტაციის საათების ორგანიზებას.
თ) სასკოლო საზოგადოებისთვის წლიური ანგარიშის მომზადება, სასკოლო კულტურის და სასწავლო გარემოს მდგრადობასთან დაკავშირებით SWOT ანალიზის წარდგენას ყოველი აკადემიური წლის ბოლოს.






