14 მაისი,2022 წელი...#2 საჯარო სკოლის მეხუთე-ა კლასი( მასწავლებელი ნატო ურუშაძე) ამჯერად ჯ.სვიფტის ,,გულივერის მოგზაურობის“ შესახებ სასაუბროდ შეიკრიბა.მოსწავლეებმა წარმოადგინეს პრეზენტაციები,გაიხსენეს საინტერესო და სასაცილო მომენტები წიგნიდან... იოცნებეს,როგორ გააგრძელებდნენ ნაწარმოებს.
მრავალფეროვანი იყო აუდიტორია: მშობლებთან ერთად პარკში დასასვენებლად გამოსული საზოგადოებაც შემოგვიერთდა-სიამოვნებით უსმენდნენ მეხუთეკლასელებს,აღნიშნავდნენ ასეთი შეხვედრების განსაკუთრებულობას...დრო გაფრინდა...სურათებიც გადავიღეთ და მომავალი შეხვედრის სურვილით დავშორდით ერთმანეთს.