georgia  united kingdom  

12 თებერვალს, ქალაქ ბათუმის №2 საჯარო სკოლის მოსწავლეთა თვითმმართველობის ორგანიზებით, ქალაქ ბათუმის №2 საჯარო სკოლის მოსწავლეთა თვითმმართველობის მიერ დაარსებულ კინო-კლუბს, კინორეჟისორი როინ დვალი ეწვია, რომელმაც კლუბის წევრებსა და მოსწავლეებს გაუზიარა საკუთარი გამოცდილება, გასცა რჩევები კინორეჟისურითა და თეატრით გატაცებული მოსწავლეებისთვის და ისაუბრა თეატრისა და კინოს მნიშვნელობასა და როლზე თანამედროვე საზოგადოებაში.

 ღონისძიების მიწურულს, კლუბის სამომავლო გეგმები და ინტერაქციული კინოსეანსები დაიგეგმა.