25 დეკემბერს, ქალაქ ბათუმის №2 საჯარო სკოლის მოსწავლეთა თვითმმართველობის პროქტის - „აჩუქე წიგნს მეორე სიცოცლეს“ დასკვნითი ღონისძიება გაიმართა.
საშობაო მნიშვნელობითი დატვირთვისა და საქველმოქმედო აქციის ფარგლებში, ქალაქ ბათუმის №2 საჯარო სკოლის თვითმმართველობის წევრებისა და სკოლის სხვა მოსწავლეების ჩართულობით შეგროვებული წიგნებით, სკოლის გარე ტერიტორიაზე ღია გამოფენა მოეწყო, სადაც წიგნები გადაეცა ქუჩაში გამვლელებს, სხვა მოსწავლეებსა და უბრალოდ მსურველებს.








