georgia  united kingdom  

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ, აჭარის განათლებისა და სპორტის მინისტრ მაია ხაჯიშვილთან ერთად, ბათუმში ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვა.

მინისტრმა დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა, მასწავლებლებს თავდაუზოგავი შრომისა და თავდადებისთვის მადლობა გადაუხადა და მათ შესაბამისი სერტიფიკატები გადასცა.

ღონისძიება ბათუმის მე-16 საჯარო სკოლაში გაიმართა. სასკოლო საზოგადოების წარმომადგენლებთან ერთად, დაჯილდოებას განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე თამარ მახარაშვილი, აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე, საქართველოს პარლამენტისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის გადაწყვეტილებით, მასწავლებლის ეროვნული პრემიის ფარგლებში, ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოება ყველა რეგიონში 10 ოქტომბრის ჩათვლით იმართება. დასკვნითი ღონისძიება კი თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში, 27 ოქტომბერს ჩატარდება.

✅ შეხვედრაზე სსიპ ქალაქ ბათუმის მე-2 საჯარო სკოლის სამი ღვაწლმოსილი პედაგოგი დაჯილდოვდა, მათ გადაეცათ სიმბოლური საჩუქრები.

✅ ვულოცავთ ჩვენი სკოლის წამყვან პედაგოგბს- ქართული ენისა დ ა ლიტერატურის მასწავლებლებს-მანანა გეგენავას, მარინე გეთიას და მათემატიკის მასწავლებელს ნანი აფხაძეს, რომლებიც აქტიურად არიან ჩართულნი სასკოლო ცხოვრებაში, მათი მოსწავლეები მუდმივად იმარჯვებენ კონკურსებსა და ოლიმპიადებში, რაც მათ პროფესიონალიზმსა და ეფექტური სწავლების მეთოდებზე მიუთითებს.

💥🇬🇪კვლავაც წარმატებებს გისურვებთ პროფესიულ საქმიანობაში

 

 

 

მისია / ხედვა / ღირებულებები

სსიპ  ქალაქ ბათუმის N2 საჯარო სკოლის  მისიაა:

 უზრუნველყოს   უსაფრთხო გარემოში, წიგნიერი,  სამართლიანი,  კომუნიკაბელური,  ტოლერანტული  თვისებებისა  და  ზნეობრივად  განვითარებული  პიროვნების  აღზრდა,მოსწავლის პიროვნული და აკადემიური განვითარების მაქსიმალური მხარდაჭერა და განვითარება,         

სსიპ ქალაქ ბათუმის N2 საჯარო სკოლის ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს,  ყველა მოსწავლის საჭიროებებზე მორგებული სასწავლო რესურსების შექმნა და გამოყენება სწავლა-სწავლების პროცესის ეფექტიანად წარმართვისთვის.

ამიტომ, მზად ვართ შევქმნათ, თითოეულ საგანში სხვადასხვა საჭიროების მოსწავლეზე მორგებული სასწავლო რესურსები, ამ რესურსების გამოყენების,გარდაქმნის გზამკვლევები და გამოვიყენოთ სასწავლო პროცესის ეფექტიანად წარმართვისათვის,  რაც უზრუნველყოფს თითოეული მოსწავლის პიროვნული და აკადემიური განვითარების მაქსიმალურ მხარდაჭერას და განვითარებას.

ჩვენი სკოლის ხედვაა 2031 წლისათვის ვიყოთ პირველი სკოლა რეგიონში, რომელსაც ექნება სხვადასხვა საჭიროების მქონე მოსწავლის შესაძლებლობაზე მორგებული საავტორო რესურსები, რასაც გააზიარებს ეროვნულ დონეზე.

ღირებულებები:

  • პატრიოტიზმი;
  • სიყვარული;
  • თანადგომა;
  • სამართლიანობა;
  • მიმტევებლობა;
  • ერთგულება;
  • პასუხისმგებლობა;
  • ურთიერთპატივისცემა;

გაუზიარეთ

როგორ მოგწონთ ჩვენი საიტი?
  • ხმები: (0%)
  • ხმები: (0%)
  • ხმები: (0%)
სულ ხმა:
პირველი ხმა:
ბოლო ხმა: