georgia  united kingdom  

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, სულხან თამაზაშვილმა, საგნობრივ ოლიმპიადებსა და კონკურსებში გამარჯვებული მოსწავლეები დააჯილდოვა. აჭარის განათლების და სპორტის სამინისტროს მიერ, 2024-2025 სასწავლო წელს ჩატარებულ ოლიმპიადებსა და კონკურსებში 120 გამარჯვებული გამოვლინდა.

სულხან თამაზაშვილის განცხადებით, მნიშვნელოვანია რეგიონში ყველა ბავშვს ჰქონდეს ხარისხიანი განათლების მიღების შესაძლებლობა.

,,განათლება ქვეყნის უკეთესი მომავლის საფუძველია. თითოეულ ბავშვს უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა მიიღოს ხარისხიანი განათლება. გპირდებით, რომ ამისთვის მე და ჩემი გუნდი ყველაფერს გავაკეთებთ. განათლებული თაობა ქმნის მშვიდობიან ქვეყანას, დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი შვილები გახდებიან ჩვენი ქვეყნის მშენებლები და გააგრძელებენ ჩვენს დაწყებულ საქმეს - მშვიდობიანი გზით და ღირებულებების დაცვით ქვეყნის განვითარებას” - განაცხადა მთავრობის თავმჯდომარემ.

წარმატებული მოსწავლეები აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ დავით გაბაიძემ, განათლებისა და სპორტის მინისტრმა მაია ხაჯიშვილმა, ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელმა გიორგი ცინცაძემ და უმაღლესი საბჭოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ დავით ბაციკაძემ დააჯილდოვეს.

აჭარის განათლებისა და სპორტის სამინისტროს ორგანიზებით ყოველწლიურად ტარდება საგნობრივი ოლიმპიადა ექვს საგანში, ასევე, კონკურსები დაწყებითი და საბაზო საფეხურის მოსწავლეებისთვის. გასულ სასწავლო წელს ოლიმპიადებსა და კონკურსებში, საჯარო და კერძო სკოლების 15 000-მდე მოსწავლე მონაწილეობდა.

 

  

  

  

მისია / ხედვა / ღირებულებები

სსიპ  ქალაქ ბათუმის N2 საჯარო სკოლის  მისიაა:

 უზრუნველყოს   უსაფრთხო გარემოში, წიგნიერი,  სამართლიანი,  კომუნიკაბელური,  ტოლერანტული  თვისებებისა  და  ზნეობრივად  განვითარებული  პიროვნების  აღზრდა,მოსწავლის პიროვნული და აკადემიური განვითარების მაქსიმალური მხარდაჭერა და განვითარება,         

სსიპ ქალაქ ბათუმის N2 საჯარო სკოლის ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს,  ყველა მოსწავლის საჭიროებებზე მორგებული სასწავლო რესურსების შექმნა და გამოყენება სწავლა-სწავლების პროცესის ეფექტიანად წარმართვისთვის.

ამიტომ, მზად ვართ შევქმნათ, თითოეულ საგანში სხვადასხვა საჭიროების მოსწავლეზე მორგებული სასწავლო რესურსები, ამ რესურსების გამოყენების,გარდაქმნის გზამკვლევები და გამოვიყენოთ სასწავლო პროცესის ეფექტიანად წარმართვისათვის,  რაც უზრუნველყოფს თითოეული მოსწავლის პიროვნული და აკადემიური განვითარების მაქსიმალურ მხარდაჭერას და განვითარებას.

ჩვენი სკოლის ხედვაა 2031 წლისათვის ვიყოთ პირველი სკოლა რეგიონში, რომელსაც ექნება სხვადასხვა საჭიროების მქონე მოსწავლის შესაძლებლობაზე მორგებული საავტორო რესურსები, რასაც გააზიარებს ეროვნულ დონეზე.

ღირებულებები:

  • პატრიოტიზმი;
  • სიყვარული;
  • თანადგომა;
  • სამართლიანობა;
  • მიმტევებლობა;
  • ერთგულება;
  • პასუხისმგებლობა;
  • ურთიერთპატივისცემა;

გაუზიარეთ

როგორ მოგწონთ ჩვენი საიტი?
  • ხმები: (0%)
  • ხმები: (0%)
  • ხმები: (0%)
სულ ხმა:
პირველი ხმა:
ბოლო ხმა: