georgia  united kingdom  

  14 მაისი,2022  წელი...#2  საჯარო  სკოლის  მეხუთე-ა  კლასი( მასწავლებელი  ნატო  ურუშაძე) ამჯერად ჯ.სვიფტის ,,გულივერის მოგზაურობის“  შესახებ  სასაუბროდ  შეიკრიბა.მოსწავლეებმა  წარმოადგინეს  პრეზენტაციები,გაიხსენეს  საინტერესო და  სასაცილო მომენტები  წიგნიდან... იოცნებეს,როგორ  გააგრძელებდნენ  ნაწარმოებს.

მრავალფეროვანი  იყო  აუდიტორია:  მშობლებთან  ერთად  პარკში  დასასვენებლად  გამოსული  საზოგადოებაც  შემოგვიერთდა-სიამოვნებით  უსმენდნენ მეხუთეკლასელებს,აღნიშნავდნენ  ასეთი  შეხვედრების  განსაკუთრებულობას...დრო  გაფრინდა...სურათებიც  გადავიღეთ  და მომავალი  შეხვედრის  სურვილით  დავშორდით  ერთმანეთს.

 

  

  

მისია / ხედვა / ღირებულებები

სსიპ  ქალაქ ბათუმის N2 საჯარო სკოლის  მისიაა:

 უზრუნველყოს   უსაფრთხო გარემოში, წიგნიერი,  სამართლიანი,  კომუნიკაბელური,  ტოლერანტული  თვისებებისა  და  ზნეობრივად  განვითარებული  პიროვნების  აღზრდა,მოსწავლის პიროვნული და აკადემიური განვითარების მაქსიმალური მხარდაჭერა და განვითარება,         

სსიპ ქალაქ ბათუმის N2 საჯარო სკოლის ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს,  ყველა მოსწავლის საჭიროებებზე მორგებული სასწავლო რესურსების შექმნა და გამოყენება სწავლა-სწავლების პროცესის ეფექტიანად წარმართვისთვის.

ამიტომ, მზად ვართ შევქმნათ, თითოეულ საგანში სხვადასხვა საჭიროების მოსწავლეზე მორგებული სასწავლო რესურსები, ამ რესურსების გამოყენების,გარდაქმნის გზამკვლევები და გამოვიყენოთ სასწავლო პროცესის ეფექტიანად წარმართვისათვის,  რაც უზრუნველყოფს თითოეული მოსწავლის პიროვნული და აკადემიური განვითარების მაქსიმალურ მხარდაჭერას და განვითარებას.

ჩვენი სკოლის ხედვაა 2031 წლისათვის ვიყოთ პირველი სკოლა რეგიონში, რომელსაც ექნება სხვადასხვა საჭიროების მქონე მოსწავლის შესაძლებლობაზე მორგებული საავტორო რესურსები, რასაც გააზიარებს ეროვნულ დონეზე.

ღირებულებები:

  • პატრიოტიზმი;
  • სიყვარული;
  • თანადგომა;
  • სამართლიანობა;
  • მიმტევებლობა;
  • ერთგულება;
  • პასუხისმგებლობა;
  • ურთიერთპატივისცემა;

გაუზიარეთ

როგორ მოგწონთ ჩვენი საიტი?
  • ხმები: (0%)
  • ხმები: (0%)
  • ხმები: (0%)
სულ ხმა:
პირველი ხმა:
ბოლო ხმა: