georgia  united kingdom  

  3.3.აქტივობა : ვიკვებოთ ჯანსაღად

აღწერა: მოსწავლეებს ჩაუტარდებათ საინფორმაციო ხასიათის ონლაინ შეხვედრები ჯანსაღ კვებაზე. ამის შემდგომ მოსწავლეები დაამზადბენ პოსტერებს, პლაკატებს, შეადგენენ სწორი კვების მენიუს. ბოლოს მოეწყობა კონკურსი ,,მასტერ-შეფი N2“.  ჯგუფები ერთმანეთს გადაუდზავნიან ჯანსაღი კვებისთვის აუცილებელ ინგრედიენტების ჩამონათვალს რომელთა გამოყენებით შექმნინა კერძებს. მშობლის, მოსწავლეთა თვითმართველობის წარმომადგენლის ,ბიოლოგიისა და ქიმიის მასწავლებლებისაგან დაკომპლექტებული ჟიური გამოავლენს გამარჯვებულ  ჯგუფს.

 

 

            

მისია / ხედვა / ღირებულებები

სსიპ  ქალაქ ბათუმის N2 საჯარო სკოლის  მისიაა:

 უზრუნველყოს   უსაფრთხო გარემოში, წიგნიერი,  სამართლიანი,  კომუნიკაბელური,  ტოლერანტული  თვისებებისა  და  ზნეობრივად  განვითარებული  პიროვნების  აღზრდა,მოსწავლის პიროვნული და აკადემიური განვითარების მაქსიმალური მხარდაჭერა და განვითარება,         

სსიპ ქალაქ ბათუმის N2 საჯარო სკოლის ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს,  ყველა მოსწავლის საჭიროებებზე მორგებული სასწავლო რესურსების შექმნა და გამოყენება სწავლა-სწავლების პროცესის ეფექტიანად წარმართვისთვის.

ამიტომ, მზად ვართ შევქმნათ, თითოეულ საგანში სხვადასხვა საჭიროების მოსწავლეზე მორგებული სასწავლო რესურსები, ამ რესურსების გამოყენების,გარდაქმნის გზამკვლევები და გამოვიყენოთ სასწავლო პროცესის ეფექტიანად წარმართვისათვის,  რაც უზრუნველყოფს თითოეული მოსწავლის პიროვნული და აკადემიური განვითარების მაქსიმალურ მხარდაჭერას და განვითარებას.

ჩვენი სკოლის ხედვაა 2031 წლისათვის ვიყოთ პირველი სკოლა რეგიონში, რომელსაც ექნება სხვადასხვა საჭიროების მქონე მოსწავლის შესაძლებლობაზე მორგებული საავტორო რესურსები, რასაც გააზიარებს ეროვნულ დონეზე.

ღირებულებები:

  • პატრიოტიზმი;
  • სიყვარული;
  • თანადგომა;
  • სამართლიანობა;
  • მიმტევებლობა;
  • ერთგულება;
  • პასუხისმგებლობა;
  • ურთიერთპატივისცემა;

გაუზიარეთ

როგორ მოგწონთ ჩვენი საიტი?
  • ხმები: (0%)
  • ხმები: (0%)
  • ხმები: (0%)
სულ ხმა:
პირველი ხმა:
ბოლო ხმა: