georgia  united kingdom  

       ქართული ენის პედაგოგებისთვის აჭარის განათლების ფონდმა  გამოაცხადა კონკურსი  გერმანიაში, გოეთეს უნივერსიტეტის ემპირიული ენათმეცნიერების ინსტიტუტში (ქ. ფრანკფურტი) ერთკვირიანი სტაჟირებისათვის. ჩვენი სკოლიდან სამი ქართული ენის პედაგოგი მონაწილეობდა, სამივემ წარმატებით გაიარა კონკურსი. (მარიზა აბაშიძე, ანა ლორია და ნატო ურუშაძე)
ვიზიტის პერიოდში დაგეგმილია: ფრანკფურტის საჯარო ბიბლიოთეკა მონახულება; ლექციის "დიგიტალური ქართველოლოგია - სწავლების ახალი პერსპექტივები", სემინარის "ქართული საბაზისო ლექსიკური ფონდი" მოსმენა, ქართული ენის ეროვნული კორპუსისა და რუსთაველის კაბინეტის პრეზენტაციაზე დასწრება. ასევე ვიზიტი ფრანკფურტის ქართულ სკოლაში და ქართველ მასწავლებლებთან შეხვედრა-დისკუსია. ჩატარდება პრაქტიკული სამუშაო: „ლექსიკური ერთეულების კოლოკაციების ძიება ქართული ენის ეროვნულ კორპუსში“, ვორკშოპი თემაზე: "როგორ გამოვიყენო ქართული ენის ეროვნული კორპუსი სწავლებაში", სემინარი: "სწავლების თანამედროვე მეთოდები", ექსპერიმენტები - „საკლასო სცენარები“ და „სცენარების პრეზენტირება“ და სხვა...

 

  

                          

მისია / ხედვა / ღირებულებები

სსიპ  ქალაქ ბათუმის N2 საჯარო სკოლის  მისიაა:

 უზრუნველყოს   უსაფრთხო გარემოში, წიგნიერი,  სამართლიანი,  კომუნიკაბელური,  ტოლერანტული  თვისებებისა  და  ზნეობრივად  განვითარებული  პიროვნების  აღზრდა,მოსწავლის პიროვნული და აკადემიური განვითარების მაქსიმალური მხარდაჭერა და განვითარება,         

სსიპ ქალაქ ბათუმის N2 საჯარო სკოლის ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს,  ყველა მოსწავლის საჭიროებებზე მორგებული სასწავლო რესურსების შექმნა და გამოყენება სწავლა-სწავლების პროცესის ეფექტიანად წარმართვისთვის.

ამიტომ, მზად ვართ შევქმნათ, თითოეულ საგანში სხვადასხვა საჭიროების მოსწავლეზე მორგებული სასწავლო რესურსები, ამ რესურსების გამოყენების,გარდაქმნის გზამკვლევები და გამოვიყენოთ სასწავლო პროცესის ეფექტიანად წარმართვისათვის,  რაც უზრუნველყოფს თითოეული მოსწავლის პიროვნული და აკადემიური განვითარების მაქსიმალურ მხარდაჭერას და განვითარებას.

ჩვენი სკოლის ხედვაა 2031 წლისათვის ვიყოთ პირველი სკოლა რეგიონში, რომელსაც ექნება სხვადასხვა საჭიროების მქონე მოსწავლის შესაძლებლობაზე მორგებული საავტორო რესურსები, რასაც გააზიარებს ეროვნულ დონეზე.

ღირებულებები:

  • პატრიოტიზმი;
  • სიყვარული;
  • თანადგომა;
  • სამართლიანობა;
  • მიმტევებლობა;
  • ერთგულება;
  • პასუხისმგებლობა;
  • ურთიერთპატივისცემა;

გაუზიარეთ

როგორ მოგწონთ ჩვენი საიტი?
  • ხმები: (0%)
  • ხმები: (0%)
  • ხმები: (0%)
სულ ხმა:
პირველი ხმა:
ბოლო ხმა: