georgia  united kingdom  

  

სსიპ ქ.ბათუმის N2  საჯარო სკოლაში ფუნქციონირებს  ფიზიკის კლუბი ,,გალილეო“. კლუბში გაერთიანებულია სკოლის IX -X კლასის 13 მოსწავლე.კლუბს ხელმძღვანელობს სკოლის ფიზიკის მასწავლებელი მზევინარ იმედაშვილი,რომელმაც კლუბი ჩამოაყალიბა შევეიცარიის,ქალაქ ცერნში, ბირთვული კვლევების ევროპულ ცენტრში სტაჟირების უკუკავშირისათვის.მიზანი:  ფიზიკის საგნის პოპულარიზაცია სკოლაში.ამოცანები: · კლუბის წევრებისათვის ისტ-ისა და სხვა წყაროების გამოყენებით ინფორმაციის მოძიების უნარების ჩამოყალიბებაში ხელშეწყობა;სხვადასხვა არასაპროგრამო საინტერესო ექსპერიმენტის ჩატარება და ექსპერიმენტული ტიპის, სახალისო ამოცანების ამოხსნა; · კვლევითი და სხვა ტიპის (მონაცემებისაღრიცხვის, შედეგების სხვადასხვა საკომუნიკაციო საშუალების გამოყენებით წარმოდგენის, ანალიზისა და შეფასების) უნარების განვითარებაზე ხელშეწყობა.

 

 

 

 

მისია / ხედვა / ღირებულებები

სსიპ  ქალაქ ბათუმის N2 საჯარო სკოლის  მისიაა:

 უზრუნველყოს   უსაფრთხო გარემოში, წიგნიერი,  სამართლიანი,  კომუნიკაბელური,  ტოლერანტული  თვისებებისა  და  ზნეობრივად  განვითარებული  პიროვნების  აღზრდა,მოსწავლის პიროვნული და აკადემიური განვითარების მაქსიმალური მხარდაჭერა და განვითარება,         

სსიპ ქალაქ ბათუმის N2 საჯარო სკოლის ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს,  ყველა მოსწავლის საჭიროებებზე მორგებული სასწავლო რესურსების შექმნა და გამოყენება სწავლა-სწავლების პროცესის ეფექტიანად წარმართვისთვის.

ამიტომ, მზად ვართ შევქმნათ, თითოეულ საგანში სხვადასხვა საჭიროების მოსწავლეზე მორგებული სასწავლო რესურსები, ამ რესურსების გამოყენების,გარდაქმნის გზამკვლევები და გამოვიყენოთ სასწავლო პროცესის ეფექტიანად წარმართვისათვის,  რაც უზრუნველყოფს თითოეული მოსწავლის პიროვნული და აკადემიური განვითარების მაქსიმალურ მხარდაჭერას და განვითარებას.

ჩვენი სკოლის ხედვაა 2031 წლისათვის ვიყოთ პირველი სკოლა რეგიონში, რომელსაც ექნება სხვადასხვა საჭიროების მქონე მოსწავლის შესაძლებლობაზე მორგებული საავტორო რესურსები, რასაც გააზიარებს ეროვნულ დონეზე.

ღირებულებები:

  • პატრიოტიზმი;
  • სიყვარული;
  • თანადგომა;
  • სამართლიანობა;
  • მიმტევებლობა;
  • ერთგულება;
  • პასუხისმგებლობა;
  • ურთიერთპატივისცემა;

გაუზიარეთ

როგორ მოგწონთ ჩვენი საიტი?
  • ხმები: (0%)
  • ხმები: (0%)
  • ხმები: (0%)
სულ ხმა:
პირველი ხმა:
ბოლო ხმა: