georgia  united kingdom  

  კიდევ ერთი ძალიან საამაყო, მდიდარი ისტორიის ამსახველი ღონისძიება სკოლაში. ნამდვილად ვამაყობთ ჩვენი სკოლის ისტორიის სიმდიდრით, ვამაყობთ კურსდამთავრებულებით, ისინი ყოველთვის ჩვენ გვერდით არიან და ახლაც. ჩვენი სკოლის პირველი დირექტორის ალექსანდრე სტოიანოვის ამსახველი წიგნი პრეზენტაციას,
ბულგარეთის სრულუფლებიანი ელჩი, საქართველოს სრულუფლებიანი ელჩი , მინისტრები, ქუთაისის სკოლის დირექტორი და უამრავი სტუმარი დაესწრო. ღონისძიება სკოლის დირექტორმა, მარიზა აბაშიძემ, გახსნა, ამას მოჰყვა სიმღერა, ფილმი სკოლის შესახებ, ცეკვა და ა.შ. შემდეგ კი ულამაზესად გაწყობილი ალა-ფურშეტი-(ნესტან ნიჟარაძის შემოქმედებიდან)
მადლობა ყველას ვინც დაგვეხმარა, განსაკუთრებით მოსწავლეებს.

 

  

          

 

მისია / ხედვა / ღირებულებები

სსიპ  ქალაქ ბათუმის N2 საჯარო სკოლის  მისიაა:

 უზრუნველყოს   უსაფრთხო გარემოში, წიგნიერი,  სამართლიანი,  კომუნიკაბელური,  ტოლერანტული  თვისებებისა  და  ზნეობრივად  განვითარებული  პიროვნების  აღზრდა,მოსწავლის პიროვნული და აკადემიური განვითარების მაქსიმალური მხარდაჭერა და განვითარება,         

სსიპ ქალაქ ბათუმის N2 საჯარო სკოლის ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს,  ყველა მოსწავლის საჭიროებებზე მორგებული სასწავლო რესურსების შექმნა და გამოყენება სწავლა-სწავლების პროცესის ეფექტიანად წარმართვისთვის.

ამიტომ, მზად ვართ შევქმნათ, თითოეულ საგანში სხვადასხვა საჭიროების მოსწავლეზე მორგებული სასწავლო რესურსები, ამ რესურსების გამოყენების,გარდაქმნის გზამკვლევები და გამოვიყენოთ სასწავლო პროცესის ეფექტიანად წარმართვისათვის,  რაც უზრუნველყოფს თითოეული მოსწავლის პიროვნული და აკადემიური განვითარების მაქსიმალურ მხარდაჭერას და განვითარებას.

ჩვენი სკოლის ხედვაა 2031 წლისათვის ვიყოთ პირველი სკოლა რეგიონში, რომელსაც ექნება სხვადასხვა საჭიროების მქონე მოსწავლის შესაძლებლობაზე მორგებული საავტორო რესურსები, რასაც გააზიარებს ეროვნულ დონეზე.

ღირებულებები:

  • პატრიოტიზმი;
  • სიყვარული;
  • თანადგომა;
  • სამართლიანობა;
  • მიმტევებლობა;
  • ერთგულება;
  • პასუხისმგებლობა;
  • ურთიერთპატივისცემა;

გაუზიარეთ

როგორ მოგწონთ ჩვენი საიტი?
  • ხმები: (0%)
  • ხმები: (0%)
  • ხმები: (0%)
სულ ხმა:
პირველი ხმა:
ბოლო ხმა: