georgia  united kingdom  

    #მწვანებათუმი#მეტისიმწვანებათუმს#ბათუმიმწვანექალაქი
🌲🌳🌲 ა(ა)იპ „ ბათუმის გამწვანებისა და ლანდშაფტური დაგეგმარების სამსახური“ სკოლის მოსწავლეებთან ერთად გამწვანების აქციების ჩატარებას აგრძელებს. დღეს სოხუმის ქუჩაზე №2 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა პედაგოგებთან და გამწვანების სამსახურის თანამშრომლებთან ერთად ხე-მცენარეები დარგეს. სოხუმის ქუჩაზე ჯამში 70 ძირი ოქროსფერი ტუია და ჯაკარანდა დაირგო. დღეიდან სოხუმის ქუჩას ადგილობრივებთან ერთად მოზარდების სახელობითი ხეები ამშვენებს. 

 

 

            

მისია / ხედვა / ღირებულებები

სსიპ  ქალაქ ბათუმის N2 საჯარო სკოლის  მისიაა:

 უზრუნველყოს   უსაფრთხო გარემოში, წიგნიერი,  სამართლიანი,  კომუნიკაბელური,  ტოლერანტული  თვისებებისა  და  ზნეობრივად  განვითარებული  პიროვნების  აღზრდა,მოსწავლის პიროვნული და აკადემიური განვითარების მაქსიმალური მხარდაჭერა და განვითარება,         

სსიპ ქალაქ ბათუმის N2 საჯარო სკოლის ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს,  ყველა მოსწავლის საჭიროებებზე მორგებული სასწავლო რესურსების შექმნა და გამოყენება სწავლა-სწავლების პროცესის ეფექტიანად წარმართვისთვის.

ამიტომ, მზად ვართ შევქმნათ, თითოეულ საგანში სხვადასხვა საჭიროების მოსწავლეზე მორგებული სასწავლო რესურსები, ამ რესურსების გამოყენების,გარდაქმნის გზამკვლევები და გამოვიყენოთ სასწავლო პროცესის ეფექტიანად წარმართვისათვის,  რაც უზრუნველყოფს თითოეული მოსწავლის პიროვნული და აკადემიური განვითარების მაქსიმალურ მხარდაჭერას და განვითარებას.

ჩვენი სკოლის ხედვაა 2031 წლისათვის ვიყოთ პირველი სკოლა რეგიონში, რომელსაც ექნება სხვადასხვა საჭიროების მქონე მოსწავლის შესაძლებლობაზე მორგებული საავტორო რესურსები, რასაც გააზიარებს ეროვნულ დონეზე.

ღირებულებები:

  • პატრიოტიზმი;
  • სიყვარული;
  • თანადგომა;
  • სამართლიანობა;
  • მიმტევებლობა;
  • ერთგულება;
  • პასუხისმგებლობა;
  • ურთიერთპატივისცემა;

გაუზიარეთ

როგორ მოგწონთ ჩვენი საიტი?
  • ხმები: (0%)
  • ხმები: (0%)
  • ხმები: (0%)
სულ ხმა:
პირველი ხმა:
ბოლო ხმა: