georgia  united kingdom  

დღეს 29 ოქტომბერს ბათუმის მე-2 საჯარო სკოლის მე-5-გ კლასის მოსწავლეებს(დამრიგებელი თეონა ყურშუბაძე) ჰქონდა პრეზენტაცია კინო-თეატრ აპოლოში თემაზე “ქართული მულტიპლიკაციური გმირების გაცოცხლება”.მოსწავლეებმა ჯგუფურად წარადგინეს პრეზენტაცია: “ჩხიკვთა ქორწილი”, “წუნა და წრუწუნა”, “სოფლის მაშენებლები”, “მტრობა” და “ლურჯი მელია”.პრეზენტაციის შემდეგ მოეწყო ორი მულტფილმის “ჩხიკვთა ქორწილი”-ს და “მტრობა”-ს ჩვენება.
პრეზენტაციის და ჩვენების მიზანი იყო მოსწავლეებში ცხოვრებისეული ღირებულებების გაღვივება,ურთიერთანამშრომლობა და გუნდური მუშაობის პრინციპის გამოყენება,წარსული მულტიმედიის შედარება ახალ თანამედროვე მულტიმედიასთან.https://static.xx.fbcdn.net/images/emoji.php/v9/tea/1/16/1f970.png");">🥰https://static.xx.fbcdn.net/images/emoji.php/v9/tea/1/16/1f970.png");">🥰https://static.xx.fbcdn.net/images/emoji.php/v9/tea/1/16/1f970.png");">🥰https://static.xx.fbcdn.net/images/emoji.php/v9/tea/1/16/1f970.png");">🥰

    
 
    
               

მისია / ხედვა / ღირებულებები

სსიპ  ქალაქ ბათუმის N2 საჯარო სკოლის  მისიაა:

 უზრუნველყოს   უსაფრთხო გარემოში, წიგნიერი,  სამართლიანი,  კომუნიკაბელური,  ტოლერანტული  თვისებებისა  და  ზნეობრივად  განვითარებული  პიროვნების  აღზრდა,მოსწავლის პიროვნული და აკადემიური განვითარების მაქსიმალური მხარდაჭერა და განვითარება,         

სსიპ ქალაქ ბათუმის N2 საჯარო სკოლის ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს,  ყველა მოსწავლის საჭიროებებზე მორგებული სასწავლო რესურსების შექმნა და გამოყენება სწავლა-სწავლების პროცესის ეფექტიანად წარმართვისთვის.

ამიტომ, მზად ვართ შევქმნათ, თითოეულ საგანში სხვადასხვა საჭიროების მოსწავლეზე მორგებული სასწავლო რესურსები, ამ რესურსების გამოყენების,გარდაქმნის გზამკვლევები და გამოვიყენოთ სასწავლო პროცესის ეფექტიანად წარმართვისათვის,  რაც უზრუნველყოფს თითოეული მოსწავლის პიროვნული და აკადემიური განვითარების მაქსიმალურ მხარდაჭერას და განვითარებას.

ჩვენი სკოლის ხედვაა 2031 წლისათვის ვიყოთ პირველი სკოლა რეგიონში, რომელსაც ექნება სხვადასხვა საჭიროების მქონე მოსწავლის შესაძლებლობაზე მორგებული საავტორო რესურსები, რასაც გააზიარებს ეროვნულ დონეზე.

ღირებულებები:

  • პატრიოტიზმი;
  • სიყვარული;
  • თანადგომა;
  • სამართლიანობა;
  • მიმტევებლობა;
  • ერთგულება;
  • პასუხისმგებლობა;
  • ურთიერთპატივისცემა;

გაუზიარეთ

როგორ მოგწონთ ჩვენი საიტი?
  • ხმები: (0%)
  • ხმები: (0%)
  • ხმები: (0%)
სულ ხმა:
პირველი ხმა:
ბოლო ხმა: