6 ოქტომბერი მასწავლებელთა დღეა

მასწავლებელთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით რეგიონის მასშტაბით ღონისძიებები გრძელდება. აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი ინგა შამილიშვილი ქალაქ ბათუმის N2  საჯარო სკოლაში იმყოფებოდა და სკოლების ორგანიზებით გამართულ ღონისძიებებში მიიღო მონაწილეობა. სკოლების ადმინისტრაციის გადაწყვეტილებით ღვაწლმოსილი და წარმატებული პედაგოგები ყვავილებითა და ფასიანი საჩუქრებით დაჯილდოვდნენ. დაჯილდოების ღონისძიებაში მონაწილეობა მინისტრმა ინგა შამილიშვილმა მიიღო და პედაგოგებს პროფესიული დღე მიულოცა: „ჩვენო ძვირფასო მასწავლებლებო, გილოცავთ თქვენს პროფესიულ დღესასწაულს, ქედს ვიხრით თქვენი კეთილშობილური და გმირული საქმიანობის წინაშე. გვეამაყება, რომ ასე ურყევად დგახართ ჩვენი ქვეყნისა და კუთხის სადარაჯოზე“.

გაუზიარეთ

Share to Facebook Share to Twitter Share to Linkedin 

გამოკითხვა

როგორ მოგწონთ ჩვენი საიტი?

Copyright © 2012 სსიპ ქ.ბათუმის N2 საჯარო სკოლა". All rights reserved.
Created by: GmmStudio