შავ ჭირად წოდებული დაავადება

1 დეკემბერს 2საჯარო სკოლაში სამოქალაქო განათლების კლუბმა „ბალავარმა“ საინფორმაციო სემინარი ჩაატარა თემაზე „შიდსი – კაცობრიობის საფრთხე“. მას კლუბის ხელმძღვანელი, სამოქალაქო განათლების პედაგოგი და ფორუმის აქტიური წევრი მადონა გვარამია უძღვებოდა. სემინარს PH international - ის, კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრის და საინფორმაციო .......

 

საინფორმაციო ფსიქოლოგიური ცენტრი ''თანადგომა''-ს წარმომადგენლები კონსულტანტი- მედეა გუგუნავა და სოც.მუშაკი-ქეთევან ჯიბლაძე ესწრებოდნენ. კლუბის წევრებმა მეოცე საუკუნის შავ ჭირად წოდებული დაავადების შესახებ მომზადებული პრეზენტაცია შესთავაზეს შეხვედრის მონაწილეებს. უჩვენეს დავით იმედაშვილის ფილმი „სტიგმა“, რომელშიც შიდსის მატარებელთა მიმართ საზოგადოების დამოკიდებულების პრობლემაა ასახული. შემდეგ კი სემინარზე სპეციალურად მოწვეულმა სტუმრებმა დაავადების გავრცელების და პრევენციის შესახებ საჭირო ინფორმაცია მიაწოდა მოზარდებს. სემინარზე მოსმენილის და განცდილის შესახებ დასასრულს საკუთარი დამოკიდებულება და მოსაზრებები გამოხატეს მოსწავლეებმაც .

ღონისძიების დასასრულს მოსწავლეებმა ქალაქში დაარიგეს საინფორმაციო ბუკლეტები

           

ამინდი

meteo.gov.ge

გაუზიარეთ

როგორ მოგწონთ ჩვენი საიტი?
  • ხმები: (0%)
  • ხმები: (0%)
  • ხმები: (0%)
სულ ხმა:
პირველი ხმა:
ბოლო ხმა: