მასწავლებელთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით რეგიონის მასშტაბით ღონისძიებები გრძელდება. აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი ინგა შამილიშვილი ქალაქ ბათუმის N2  საჯარო სკოლაში იმყოფებოდა და სკოლების ორგანიზებით გამართულ ღონისძიებებში მიიღო მონაწილეობა. სკოლების ადმინისტრაციის გადაწყვეტილებით ღვაწლმოსილი და წარმატებული პედაგოგები ყვავილებითა და ფასიანი საჩუქრებით დაჯილდოვდნენ. დაჯილდოების ღონისძიებაში მონაწილეობა მინისტრმა ინგა შამილიშვილმა მიიღო და პედაგოგებს პროფესიული დღე მიულოცა: „ჩვენო ძვირფასო მასწავლებლებო, გილოცავთ თქვენს პროფესიულ დღესასწაულს, ქედს ვიხრით თქვენი კეთილშობილური და გმირული საქმიანობის წინაშე. გვეამაყება, რომ ასე ურყევად დგახართ ჩვენი ქვეყნისა და კუთხის სადარაჯოზე“.

ამინდი

meteo.gov.ge

გაუზიარეთ

როგორ მოგწონთ ჩვენი საიტი?
  • ხმები: (0%)
  • ხმები: (0%)
  • ხმები: (0%)
სულ ხმა:
პირველი ხმა:
ბოლო ხმა: