უნარშეზღუდულთა საერთაშორისო დღეს მოეწყო გამოფენა სურათებისა "ჩემი თვალით დანახული სამყარო"

მსოფლიოს მოსახლეობის 15% ანუ 1 მილიარდი ადამიანი უნარშეზღუდულია. ხშირ შემთხვევაში ადამიანებმა არ იციან, რა რაოდენობის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანი ცხოვრობს მსოფლიოში და რა პრობლემებს.....


 აწყდებიან ისინი ცხოვრების მანძილზე. ჯანმო-ს მიზანს წარმოადგენს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება ნაციონალურ, რეგიონულ და გლობალურ დონეზე და აგრეთვე  ინფორმირებულობის დონის ამაღლება ინვალიდობის მასშტაბებისა და მისი შედეგების შესახებ. ეს დღე მიზნად ისახავს ინვალიდობის საკითხების შესახებ ცნობიერების ამაღლების ხელშეწყობას. ამ დღის აღნიშვნა იძლევა შესაძლებლობას, მოვახდინოთ მობილიზაცია უნარშეზღუდულ პირთა ღირსების, უფლებებისა და კეთილდღეობის უზრუნველსაყოფად და ხელი შევუწყოთ  შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს, რომ მოხდეს მათი სრულფასოვანი ინტეგრირება  საზოგადოებაში.




    

ამინდი

meteo.gov.ge

გაუზიარეთ

როგორ მოგწონთ ჩვენი საიტი?
  • ხმები: (0%)
  • ხმები: (0%)
  • ხმები: (0%)
სულ ხმა:
პირველი ხმა:
ბოლო ხმა: