აჭარის ა.რ განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო

ხატვისა და პროზის კონკურსში გამარჯვებულ მოსწავლეთა დაჯილდოება გაიმართა.

2012 წლის 27 დეკემბერს სასტუმრო შერატონის საკონფერენციო დარბაზში გაიმართა ხატვისა და პროზის კონკურსში გამარჯვებულ მოსწავლეთა დაჯილდოება.

პროზის კონკურსში მონაწილეობა მიიღო აჭარის ადმინისტრაციულ ტერიტორიაზე არსებული საჯარო და კერძო სკოლების 83 მოსწავლემ. ამათგან, საკონკურსო კომისიამ გამოავლინა 5 საპრიზო ადგილის მფლობელი.2 ადგილი ჩვენი სკოლის მოსწავლეებს ერგოთ,ესენი არიან;  სალომე ზენაიშვილი და ანა სურმენიძე.

გამარჯვებულ მოსწავლეებს აჭარის ა.რ. განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა გიორგი თავამაიშვილმა გადასცა სერთიფიკატები და ფასიანი საჩუქრები.ვულოცავთ მათ გამარჯვებას და ვუსურვებთ კიდევ ბევრჯერ ესახელებინოთ სკოლა.

    

                                   

 

 

ამინდი

meteo.gov.ge

გაუზიარეთ

როგორ მოგწონთ ჩვენი საიტი?
  • ხმები: (0%)
  • ხმები: (0%)
  • ხმები: (0%)
სულ ხმა:
პირველი ხმა:
ბოლო ხმა: