georgia  united kingdom  

 

               გილოცავთ

 სალომე აბუსელიძეს და ვახტანგ ხაბაზის

 Flex-is პროგრამა საშუალებას აძლევს ქართველ მოსწავლეებს მიიღონ მონაწილეობა კონკურსში, რაც საშუალებას აძლევს ქართველ მოსწავლეებს ისწავლონ აშშ-ის მომავალ ლიდერთა სკოლაში და იცხოვრონ ამერიკულ ოჯახებში.

პროგრამა დაფინანსებულია ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ.  ვაშინგტონის დამოუკიდებელი კომისია ,რომელიც შედგება ამერიკელი სპეციალისტებისგან,ავლენს  50 ფინალისტს, 

ულოცავთ სალომე აბუსელიძეს და ვახტანგ ხაბაზის Flex-ის დასკვნით ტურში მონაწილეობის უფლების მოპოვებას; მალე დაგველოცოს გზა ამერიკისაკენ.

 

მისია / ხედვა / ღირებულებები

მისია

სსიპ ქალაქ ბათუმის N2 საჯარო სკოლის მისია: სკოლის ბაზაზე ყველა მოსწავლის საჭიროებებზე მორგებული სასწავლო რესურსების შექმნა და გამოყენება სწავლა-სწავლების პროცესის ეფექტიანად წარმართვისათვის ამიტომ მზად ვართ, შევქმნათ თითოეულ საგანში სხვადასხვა საჭიროების მქონე მოსწავლეებზე მორგებული სასწავლო რესურსები, მათი გამოყენებისა და გარდაქმნის გზამკვლევები, რაც უზრუნველყოფს თითოეული მოსწავლის პიროვნული და აკადემიური განვითარების მაქსიმალურ მხარდაჭერასა და განვითარებას.

ხედვა

ჩვენი მიზანია 2031 წლისთვის ვიყოთ პირველი სკოლა რეგიონში, რომელსაც ექნება სხვადასხვა საჭიროების მქონე მოსწავლის შესაძლებლობებზე მორგებული   საავტორო რესურსები, რასაც გააზიარებს ეროვნულ დონეზე.

ღირებულებები

ჩვენი  მისიის მიღწევას ვგეგმავთ სიყვარულზე, სამართლიანობაზე, თანადგომაზე, ურთიერთპატივისცემაზე, პატრიოტიზმზე, ერთგულებაზე, მიმტევებლობაზე, პასუხისმგებლობაზე დაფუძნებული სასკოლო კულტურით. 

გაუზიარეთ

როგორ მოგწონთ ჩვენი საიტი?
  • ხმები: (0%)
  • ხმები: (0%)
  • ხმები: (0%)
სულ ხმა:
პირველი ხმა:
ბოლო ხმა: