პროექტის ,,დებატები უკეთესი განათლების" ფარგლებში ბათუმის მე-2 საჯარო სკოლის დებატების კლუბი ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს აქტიურ მუშაობას. 9 მარტს საჯარო დებატები გაიმართა ქობულეთის მუზეუმში თემაზე - ონლაინ სწავლება გამართლებულია. მე-2 საჯარო სკოლას წარმოადგენდა XIზ კლასის მოსწავლე ელენე ხაჯიშვილი. მსაჯის შეფასებით , პირველი დებატებისთვის, ეს იყო კარგი ხარისხის დებატი, რისთვისაც მადლობას ვუხდით ორგანიზატორებს. მომავალში მოსწავლეები შეძლებენ როგორც რეგიონალურ და ეროვნულ, ასევე საერთაშორისო ტურნირებზე ასპარეზობას. 11 მარტს საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტის პროგრამების ხელმძღვანელი ქალბატონი სოფიო ვეფხვაძე შეხვდა ბათუმის ტერიტორიაზე არსებულ დებატების 5-ვე კლუბის წევრებს.შეხვედრას ესწრებოდა აჭარის განათლების, კულტურის და სპორტის მინისტრის მოადგილე ბატონი ალექსანდრე დავითაძე. სსიპ-ქალაქ ბათუმის N2 საჯარო სკოლის დებატების კლუბის ხელმძღვანელია თამარ ბაჯელიძე.

 

 

   

  

 

 

ამინდი

meteo.gov.ge

გაუზიარეთ

როგორ მოგწონთ ჩვენი საიტი?
  • ხმები: (0%)
  • ხმები: (0%)
  • ხმები: (0%)
სულ ხმა:
პირველი ხმა:
ბოლო ხმა: